არქივი
პოლიტიკა
ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია - ლევან დავითაშვილი
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ უწყებების ასე შერწყმა ბევრ ქვეყანაში მოხდა.
„გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა იყოს უფრო ეფექტიანი ქვეყანაში და ასეც იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრი ევროპული წარმატებული ქვეყნის გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ ის მიმართულებები, რომელიც ორგანულად ერთმანეთთან არის ძალიან ახლო კავშირში, იყოს ერთად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია, როგორც აღვნიშნე ბევრი ქვეყნის პრაქტიკა ასეთია. ჩვენ ისედაც მჭიდრო თანამშრომლობა გვიწევდა ბევრ საკითხში. ამ შემთხვევაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური მიმართულების ერთიანი მენეჯმენტით უფრო ეფექტიანად და დროში დაჩქარებულად, სწორად მართვა შეიძლება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყო ბუნებრივი რესურსების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ხოლო მას დაემატა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

