სამართალი


ბიბისის ინფორმაციით, British American Tobacco თაღლითური სქემით ჩართულია კორუფციულ გარიგებებში, საწარმოო შპიონაჟსა თუ საბოტაჟში
,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი ანტიდემპინგური კანონმდებლობის არარსებობას, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის ,,მიყრუებას“ თუ სხვა ინტერესებს უკავშირებს იმას, რომ მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco (BAT) ჩვენს ქვეყანაში იოლად განაგრძობს თავის ჩვეულ საქმიანობას.
ამის შესახებ აღდგომელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თბილისი თამბაქოს“ გენერალურ დირექტორთან ზვიად მუკბანიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალური მენეჯერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აფრიკის სახელმწიფოებში BAT-ის საქმიანობისას გამოვლენილ უკანონო ქმედებების ფაქტზე, ინგლისის სერიოზული თაღლითობის საგამოძიებოს ორგანომ დაიწყო თაღლითობის მუხლით გამოძიება.
,,თაღლითობის სქემა კი გულისხმობს ამ კომპანიის ჩართულობას კორუფციულ გარიგებებში, საწარმოო შპიონაჟსა თუ საბოტაჟში“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული მულტინაციონალური კომპანიის უკანონო ქმედებების ფაქტზე საქართველოშიც არის აღძრული საქმე.
„საინტერესოა, BAT-ის ქმედებებს რა კვალიფიკაციას მისცემენ საქართველოს საგამოძიებო ორგანო და სასამართლო. სხვა შემთხვევაში ეს დავაც გადაინაცვლებს საზღვარგარეთ საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მიუკერძოებელი სამართალი ჩვეულებრივი მოვლენაა“, - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს
14 დეკემბერი, 2019 , 15:40

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა
13 დეკემბერი, 2019 , 16:45
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
13 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05