უკან

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 10:40
font-size

ბოდიშის მოხდა სწორი იყო და მე ეს მესიამოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიამ ახალი პოლიტიკური რეალობის მიხედვით მიიღო - ლევან ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რატომ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძეს.

“როგორც ვატყობ, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს, მოჰყვა კარგად ორკესტრირებული გამოხმაურება, რომლის მესიჯბოქსში, ძირითადად, სამი შეტყობინება დომინირებს: „ბოდიში“, „პორტირება“ (მისი მოადგილე „მიგრაციით“) და „ზნეობა“. ქართული ოცნების იდეოლოგები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ 1. სააკაშვილმა ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა და ეს რესპუბლიკურ პარტიას ისე გაუხარდა, რომ ვაშაძეს დაუჭირა მხარი; 2. რესპუბლიკელები პორტირებულები არიან ქართული ოცნებიდან ნაციონალურ მოძრაობაში; 3. რესპუბლიკელები უზნეოები არიან.

1. რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სერიოზული შიდაპარტიული მსჯელობის საფუძველზე დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს. ეს გასაოცარი არ არის, გასაოცარი ის იქნებოდა, ოპოზიციურ პარტიას სახელისუფლებო „დამოუკიდებელი“ კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი; კიდევ უფრო გასაოცარი იქნებოდა, პარტიას ხალხისთვის მოეწოდებინა, არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროთ მხარი და არჩევნებზე არ მიხვიდეთო, ანუ პოლიტიკური თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა. ბოდიშის მოხდა სწორი იყო და მე ეს მესიამოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიამ ახალი პოლიტიკური რეალობის მიხედვით მიიღო — ზურაბიშვილის დამარცხების რეალური შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

2. „ქართული ოცნების“ იდეოლოგები ვერ ერკვევიან ტერმინ „პორტირების“ მნიშვნელობაში და დარწმუნებული არიან, რომ მაინც გააცურებენ ამომრჩეველს, რომელიც, მათი აზრით, მით უმეტეს ვერ უნდა ერკვეოდეს ამ ტერმინის მნიშვნელობაში. ეს ტერმინი პოლიტიკურ დისკურსში შემოვიდა ნაციონალების სახელისუფლებო პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით. კარგად დაფიქრდნენ „იდეოლოგები“ ამ ტერმინის გააქტიურებით რას აკეთებენ. გარდა ამისა, მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე რესპუბლიკელი ახლა ნაციონალურ მოძრაობაში გადადიოდეს. ასე რომ, რესპუბლიკელების მისამართით „პორტირების“ გამოყენებით ქართული ოცნების ადეპტები და „მიგრაციის“ გამოყენებით სხვები მხოლოდ თავის ენობრივ უუნარობას ადასტურებენ, კარგად ვერ ერკვევიან „აღსანიშნისა“ და „აღმნიშვნელის“ ურთიერთმიმართებაში. როგორც ჩანს, ეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თავისებური ხერხია; ეტყობა, ამშვიდებენ კანდიდატს, მარტო შენ არ გიჭირს ქართულიო.

3. რესპუბლიკელებს ანამუსებენ, შეახსენებენ, რაც უნდა ავი მამკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო. ამას აკეთებენ ბოტასების ქურდ ფარცხალაძესთან შეკრული „ზნეობრივი“ გმირები, საყდრისის ამფეთქებლები, სასახლეთმშენებლები, მექრთამეები, პორტირებულები, მესამე სექტორთან მებრძოლები, შვილმკვდარი მამის დამპატიმრებლები და შვილმკვდარი მშობლების პოლიტიკაში ჩამრთველები. სწორედ ბილწებთან არშეკვრის ნიმუშია რესპუბლიკური პარტიის უკანასკნელი გადაწყვეტილება”, – დაწერა ლევან ბერძენიშვილმა.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ