მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთის სამხედრო საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით, დადაევს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადაევს ასევე ჩამოართვა ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენი.
განაჩენი ეფუძნება მსაჯულების ვერდიქტს, რომლითაც დადაევი დამნაშავედ ცნეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

