უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 აპრილი, 2018 14:00
font-size

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოახერხეს

ბრიტანულმა პოლიციამ და საგამოძიებო უწყებებმა მოახერხეს იმ პირების იდენტიფიცირება, ცინც ეჭვმიტანილია ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლაში. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

კონტრტერორისტული სამმართველო ცდილობს, ააგოს საქმე ეჭვმიტანილების გარშემო, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთში დაბრუნდნენ.

გამოცემას განუცხადეს, რომ პირების იდენტიფიცირება მოხერხდა ბრიტანეთში და ბრიტანეთიდან ჩატარებული ავიარეისების მგზავრთა სიის ანალიზის მეშვეობით.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.

მამა-შვილი გონზე მოვიდა, მოაგვიანებით იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის დასკვნით, მამა-შვილი სახლის ზღურბლზე მოიწამლნენ, რადგან სკრიპალის სახლის შესასვლელი კარი ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ შესასვლელ კართან დაფიქსირდა.

მომხდარში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რის გამოც ლონდონმა მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობები გაწყვიტა. ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა მომხდარის გამო 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. ამ ქვეყნებს საქართველოც შეუერთდა.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo