მსოფლიო
ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს წყვეტს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს.
ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს, ბრიტანეთი- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს გააუქმებს და რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა და 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა . წინააღმდეგ შემთხვევაში ის სანქციებით იმუქრებოდა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოწამვლის ფაქტში რუსეთის დანაშაულის დიდ ალბათობაზე საუბრობს.
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

