მსოფლიო
ბრიტანეთის პოლიციამ ტერაქტის შემდეგ ბირმინგემში რეიდი ჩაატარა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
ბრიტანეთის პოლიციამ ტერაქტის შემდეგ ბირმინგემის რაიონის რამდენიმე მისამართზე რეიდი ჩაატარა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო.
გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა.
პოლიცია მომხდარს ტერაქტად განიხილავს. წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი რადიკალურ ისლამისტებთან არის კავშირში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.
გუშინვე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, ძალოვან სტრუქტურებთან გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ტერორისტებს თავდასხმის ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ“.
„სწორედ იქ, ჩვენი დედაქალაქის გულში იკრიბება სხვადასხვა მრწამსისა და კულტურის ადამიანები, უძველესი პარლამენტის შენობასთან“,-განაცხადა მეიმ.
მისი თქმით, „სიძულვილის ხმა“ და ტერორი ადამიანებს ვერ გახლეჩს და არ დააშორებს დემოკრატიულ ფასეულობებს.
მონიკა დავლიანიძე
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

