მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სირიაში ვითარების ესკალაციის გამო, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ვიზიტის განხორციელება 10 აპრილს იყო დაგეგმილი, - წერს BBC.
„სირიის მოვლენები ვითარებას ძირფესვიანად ცვლის. ახლა ჩემი პრიორიტეტია ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დამყარება, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესის აქტივიზაცია და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კოორდინირებული საერთაშორისო მხარდაჭერა შედგეს“,-ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.
მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში შედგება, როგორც იყო დაგეგმილი, 11-12 აპრილს, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
„ის ჩვენს კოორდინირებულ და მკაფიო პოზიციას ჩაიტანს რუსეთში“,-აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღავნელმა.
ბორის ჯონსონის ვიზიტი მოსკოვში, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი იქნებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

