მსოფლიო
ბრიტანეთში საეჭვო წარმოშობის რუსულ ფინანსებს დაბლოკავენ
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, გევინ ვილიამსონის განცხადებით, ლონდონი ქვეყანაში საეჭვო წარმოშობის რუსულ ფინანსებს დაბლოკავს. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონი უკვე ამოქმედებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია გაურკვეველი საშუალებებით მიღებული ნებისმიერი ქონების აღრიცხვა. ვილიამსონის თქმით, მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, პრობლემების მოსაგვარებლად ბრიტანეთი აქტიურად იმუშავებს.
ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწამვლა რუსეთსა და ბრიტანეთს შორის სკანდალი გამოიწვია. ლონდონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ტერესა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლონდონი დარწმუნებულია, რომ მოწამვლის უკან მოსკოვი დგას, რასაც რუსეთი არ აღიარებს.
მომხდარის გამო ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე კავშირებს წყვეტს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

