უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ოქტომბერი, 2018 12:05
font-size

ბრიტანული საექსპერტო ბიუროს მიერ ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებულ ორ ჩანაწერზე ჩატარებული დასვნით მათი ავთენტიკურობა დადასტურდა - ლევან აღდგომელაშვილი

კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორ“-იდან მიღებული ექსპერტიზის დაკვნის მიხედვით, ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებული ორი ჩანაწერის ავთენტიკური დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა გაჩერებულ თამბაქოს ფაბრიკაში გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი მოიცავს ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერების საუბარს.

,,მოგახსენებთ, რომ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორ“-იდან მივიღეთ კიდევ ორ აუდიო ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.
ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი მოიცავს ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერების საუბარს.

პირველ აუდიო ჩანაწერში საუბარია საერთო კომპანიის შექმნაზე, სადაც ერთ-ერთ მეწილედ შემოდიოდა ე.წ. „ფონდი“, რომელსაც ირაკლი ჩუბინიშვილი განმარტავდა როგორც „პარტია“-ს.

პირველი აუდიო ფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა:

აუდიო ფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისაგან, აღებული ერთი ვრცელი აუდიო ფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.

მისი თქმით, დასკვნის მიხედვით ასევე გამოირკვა ის მონაკვეთები, რომლებიც უწყვეტად მიმდინარეობს.

,,მოგახსენებთ უწყვეტი მონაკვეთებიდან რამდენიმე საკვანძო ფრაგმენტს, რომლებიც შესაბამისმა პირებმა წარმოთქვეს შეხვედრის დროს:

„ირაკლი ჩუბინიშვილი: ვერტიკალი ჩვენი ურთიერთობის როგორც მე მივხვდი შემოიფარგლება უჩათი.
ამ ქუმსიშვილს ვითომ, მკაფიო მითითება აქვს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არისო, რომ დემპინგს არ გავაკეთებინებო

ზაზა ოქუაშვილი: აქამდე რომ აკეთებინებდა?!“

ირაკლი ჩუბინიშვილი: ეხლა რომ დავუბრუნდეთ ამ სადისტრიბუციო კომპანიას - ეგენი ამბობენ, რომ არაო, ეს უნდა გაკეთდესო როგორც სადისტრიბუციო კომპანია, საერთოო. პროსტა ცარიელ კომპანიას რა აზრი აქვსო და არ გვინდაო. სახელის პრობლემა და დირექტორის პრობლემა არაგვაქო. ომეგა ერქვასო. დირექტორი იყოსო და უბრალოდ გაიყავითო დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ერთმანეთშიო , შენ გადაწყვიტე რომელი ჯობია მაგ ორში.

ზაზა ოქუაშვილი: უჩა ის არის ხო პირდაპირ ბიძინა ფაქტიურად.

ირაკლი ჩუბინიშვილი: ხო ეგ არის და ამბობს, რომ მე მივხედავო. თქვენ ნუ გეშინიათო. უბრალოდ ცარიელი კომპანია არ გვინდაო. გვინდა კომპანია, რომელსაც ექნება ფასიო რა და ამიტომ რეალური კომპანია გავაკეთოთო რა და ის იმუშაოსო. სახელი ჩვენ არ გვაიტერესებსო.

ზაზა ოქუაშვილო: ეს ფონდი რა არის ფონდი?

ირაკლი ჩუბინიშვილი: მე ვუძახი ფონდს მაგას რა

ზაზა ოქუაშვილი: გასაგებია ხო იმიტომ რომ ფონდი მე მეგონა ან საინვესტიციო

ირაკლი ჩუბინიშვილი: მე უძახი ფონდს აბა რა დაუძახო პარტია? პარტიის დაძახება არ მინდა რა არც ლაპარაკში და არც იმაში რომ ვიღაცამ შემთხვევით არ გაიგოს რომ პარტიას ფულს ვაძლევთ, თვიტონ მემგონი პარტიას უძახიან

ზაზა ოქუაშვილი: პარტის უძახიან თვითონ?

ირაკლი ჩუბინიშვილი: მემგონი. მე ვუძახი ფონდს, რომ ფონდში... აბა რა დაუძახო?

ვანო ჩხარტიშვილი: მე მაგის გარეშე ველაპარაკებოდი რათქმაუნდა უფროსს. მაგ ჩვენი მეგობრის გარეშე - ოთარის გარეშე. მე ვუთხარი არ შეგვხმიანებია უბრალოდ. ხო და ცოტა გაბრაზებული იყო უფროსი მაგაზე და მემგონი დარეგულირდა ეგეც რა და ალბათ ისევე დათბება რა სიტუაცია. ერთი ის მხოდა რო ამ გაუგებრობებმა დააჩქარა ეს რომ ფინანსური პოლიცია გავიდა მაგათი ხელიდან და გადავიდა იმაში - ქუმსიშვილთან.

ასევე წყვეტა არ შეინიშნება შემდეგ ფრაზებში:

ვანო ჩხარტიშვილი: სხვა გამოსავალი არ არის მოკლედ რა უფროსი უფროსთან ყოველდღე კავშირი მაქვს....

ვანო ჩხარტიშვილი: ეგეც ეხლა ჩვენი უფროსი მეგობარიც ძალიან მონდომებულია მაგაზე მეუბნება რომ რა გინდათ ყველაფერი გააკეთეთ დოკუმენტები თუ რამეა ყველაფერი....

ვანო ჩხარტიშვილი: მოვამთავროთ ერთიანად ვიწყებთ მუშაობას ირაკლი თორე ეს გაიწელება გაიწელება ამოტომ იქ ჩვენ ჩვენ ვისთანაც ვსაუბრობთ იმათ შედეგი აინტერესებთ ხომ?!

ირაკლი ჩუბინიშვილი: ხო რაღაც სახელს მოვიფიქრებთ 3 დირექტორი რა ხო მასე ითქვა, მთავარი დირექტორი - ომეგა, ფინანსური დირექტორი - მე ფონდს ვუძახი. ფონდი და ჩვენ დაუშვათ კომერციული..,“, - მოიყვანა აღდგომელაშვილმა აუდიოჩანაწერიდან საუბრის ფრაგმენტები.

რაც შეეხება მეორე ფაილს, როგორც ომეგა ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და ომეგას მენეჯერებს შორის და სადაც ომეგას გადასახადების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისათვის.
აღდგომელაშვილის თქმით, ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუდიო ჩანაწერი შედგება სამი სექციისაგან, რომლებიც აღებულია ერთი, უწყვეტი ჩაწერით მიღებული აუდიო ფაილიდან.

,,ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა აუდიო ფაილის ის სამი მონაკვეთი, რომლებიც მიმდინარეობს უწყვეტად. ეს მონაკვეთებია:

ლევან ყიფიანი: აგერ ძმაო გადმომიფორმეთ 4 მანქანა, რაც ძველი დავალიანება, აქედან მერე რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით.

ლევან ყიფიანი: 3 მანქანა რომელიც არის, გადმომიფორმონ, რომ მე კიდე არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო ერთი მინისტრი და მეორე მინისტრიც. არის ერთი რაღაცა ის რა ქვია.

ომეგას მენეჯერი: ერთი მინისტრი, რა ქუმსიშვილს არ გულისმობ?

ლევან ყიფიანი: სხვას, წინა მინისტრსაც ვგულისხმობ.

ომეგას მენეჯერი: ხადური ხო ?

ლევან ყიფიანი: ხო. ერთი Cooper, X4 და X5

ომეგას მენეჯერი: ეს ქუმსიშვილის ?

ლევან ყიფიანი: კი, აი ეს სამი მანქანა გადმოგვიფორმდეს, ან ვინმე ვისაც მოვიყვან . გადააფორმონ იმაზე რო მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ . რო ის რა რა ქვია. მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს...

ლევან ყიფიანი: მარა აქ მე მარტო არა ვარ , აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს ვეღარ გავექცევი.

ომეგას მენეჯერი: სად , ახალზე ?

ლევან ყიფიანი : ხო.

ომეგას მენეჯერი: და რა ვალდებულებებია?

ლევან ყიფიანი: ფინანსური ვალდებულებები

ომეგას მენეჯერი: ეგ რას ნიშნავს?

ლევან ყიფიანი: რო უნდა გავცეთ ფინანსები.

ომეგას მენეჯერი: ეს ბიუჯეტში თუ რაზე?

ლევან ყიფიანი: არა, არა

ომეგას მენეჯერი: აა აბა ზოგადად?

ლევან ყიფიანი : ხო. ამ მანქანების გარდა!

ომეგას მენეჯერი: აა მანქანების გარდა?

ლევან ყიფიანი: კი.

ომეგას მენეჯერი: მე არ ვიცი.

ლევან ყიფიანი: ჩემგან, ჩემგან უნდა გაიცეს. მე რასაც ავიღებ, იქიდან უნდა გავცე

ომეგას მენეჯერი: ააა...“ - მოიყვანა აღდგომელაშვილმა აუდიოჩანაწერიდან საუბრის ფრაგმენტები.

როგორც ომეგა ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, ამ აუდიო ფაილის მეტა მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერებს შორის ზემოხსენებული საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს.

,,ზემოხსენებული დასკვნების საფუძველზე ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტიკურობა:

ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში და ასევე განმარტავს, რომ „ფონდი“, ანუ „პარტია“ შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50% წილის მფლობელად და ასევე დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია „უფროსი მეგობარი“, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიო ჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სხვადასხვა სექციისგან. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს სახეზე იყო 6-7 სხვადასხვა შეხვედრის აუდიო ჩანაწერის მონტაჟი და რომ თითქოს საუბრის მონაწილეები, კერძოდ კი ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი, გულისხმობდნენ გადაიარაღების ფონდს და არა პარტიას.

ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერების საუბრის ამსახველი აუდიო ფაილი, რომელიც ასევე რუსთავი2-ისა და იბერია ტვ-ს ეთერში გავიდა, შედგება უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სამი ნაწილისგან, სადაც აზრობრივი წყვეტა არ შეინიშნება“, - აღნიშნა ლევან აღდგომელაშვილმა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი