პოლიტიკა
ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება - უშიშროების საბჭოს სახით
შემოდგომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მივიღებთ, რომლის მიხედვით, ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება - უშიშროების საბჭოს სახით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას გააცნო.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე.
“არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების, მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ჩვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს განსაზღვრული მშპ-ს 2%-ს ოდენობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

