უკან

პოლიტიკა

16 ივნისი, 2018 14:35
font-size

ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

თბილისში, ჭავჭავაძის #33-ში, ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა. შეკრებილებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და რამდენჯერმე შეჩერდა. შეკრებილების თქმით, სასამართლომ სამშენებლო კომპანიას K2-ის კოეფიციენტთან დაკავშირებით 22-სართულიანი შენობის აგება აუკრძალა, თუმცა 2018 წლის თებერვლიდან ადგილზე მშენებლობა კვლავ განახლდა.

„აღნიშნული სამშენებლო კომპანია დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც მოახერხა აქ მდებარე სტადიონისა და სკვერის შესყიდვა. როგორ შეძლო ეს, დღემდე ჩვენთვისაც გაუგებარია. მშენებლობა ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. აქ არის გაზგამანაწილებელი, რომლისგანაც არსებული კანონებით მინიმუმ 10 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, რაც არ სრულდება. მშენებლობის პროცესი გაზგამანაწილებელთან მიბჯენით ხორციელდება. ერთ კვადრატული მეტრიც კი არ გააჩნია შენობას, რომ რაიმე წითელ ხაზებში საკუთარი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ანდრიაძემ.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერ კახა კალაძეს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ კალაძე გვპირდებოდა, რომ შეჩერდებოდა ურბანული სუიციდი, ქალაქი სიცოცხლით გაივსებოდა, რაც ვერ გაბედა უგულავამ და ნარმანიამ, დღეს იმას ბედავს კალაძე. მოვიდეს აქ თავისი სელფის ჯოხით და ჩართვა განახორციელოს აქედან. ნახოს, რა ხდება აქ, ზღაპრებს რომ ყვება“, -თქვა ელისაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:52

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდ

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:37

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:25

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მი