უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
კომენტარი

ჩემი არჩევანი ბევრად უკეთეს თბილისს და თბილისის განვითარებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა იმ კანდიდატს მისცა, რომელსაც შეუძლია თბილისის განვითარება სულ სხვა დონეზე აიყვანოს.
„ამ კანდიდატს შეუძლია ეს ქალაქი ნამდვილად ისეთი გახადოს, როგორიც გვინდა, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. დაახლოებით ვიცით, თითოეული ჩვენთაგანი რა არჩევანს აკეთებს. მთავარია, თბილისის განვითარება.
დღევანდელი არჩევანი თბილისის სიყვარულით გავაკეთეთ და ჩემი არჩევანი ბევრად უკეთეს თბილისს და თბილისის განვითარებას უზრუნველყოფს.
არჩევანების დღემდე ყველაფერი მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ასე ჩაივლის. თუკი თითოეული პარტია ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება, ინციდენტები თავიდან იქნება არიდებული და ყველაფერი მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაივლის“, - განაცხადა კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40