უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

ჩემი პასპორტი პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტში ინახება. ამის შესახებ მან ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ინფორმირებული წყაროების ცნობით, ჩემი პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა დევს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეის ძე პოროშენკოს კაბინეტში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პასპორტი პოროშენკოს ორშაბათ დილას დაახვედრეს.

„პასპორტი დილას მიუტანეს, როცა ის სამსახურში მივიდა, ჩვენი დაბრუნებიდან მომდევნო დღეს“, -აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, გუშინ სააკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს მას პასპორტი ავტობუსში დარჩა. მისივე მტკიცებით, უკრაინელი სამართალდამცავები ავიდნენ ავტობუსში და მისი პასპორტი მოიპარეს.

10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

ნიგერიის მეჩეთშ მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

21 ნოემბერი, 2017 , 16:20

ნიგერიის ქალაქ მუბის მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება დილის წირვის დროს თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა. დაშავებულთა შესახებ ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით არ არსებობს. ადგ

30 ქართული ღვინის კომპანია შანხაიში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

21 ნოემბერი, 2017 , 14:05

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ქართული ღვინის კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე „Prowein Shanghai 2017“-ზე იყო წარმოდგენილი.  ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეორედ

დონალდ ტრამპი აპირებს, ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანათა სიაში შეიყვანოს

21 ნოემბერი, 2017 , 11:20

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, შეიყვანოს ჩრდილოეთ კორეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ. ამის შესახებ ტრამპმა აზიური ტურნეს შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დაპირდა, რომ ამ გა

იძულების წესით დეპორტაციის გარდა ყველა შესაძლებლობა გამოირიცხა - ლუქსემბურგი 12 წლის ქართველი ბიჭის დეპორტაციის მიზეზს განმარტავს

20 ნოემბერი, 2017 , 14:30

ლუქსემბურგის მთავრობის მიერ 12 წლის ქართველი  მოზარდის იძულების წესით დეპორტაციის გამო, რასაც საზოგადოების მწავე კრიტიკა მოჰყვა, ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა ჟან ასელბორნმა განმარტება გააკეთა.   მან დაადას

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის ქალაქებში

20 ნოემბერი, 2017 , 14:05

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმიტირებული სამედიცინო სწავლება გაიმართა

20 ნოემბერი, 2017 , 12:30

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“, ასევე საშტაბო უზრუნველყოფის ასეულე