უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 სექტემბერი, 2018 14:16
font-size

ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს.

„საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან? პრესტიჟზე საუბრობენ?! ეს მინდა, შევახსენო თავად მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება - ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, - აღნიშნა სარალიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

„ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე მე-11 კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ