სამართალი
“ჩემი ცოლი გაგიჟდა, დახმარება მჭირდება` - ოზურგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოძახა
ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ერთ-ერთ ჩიხში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც 112-ში მისი ზარი შევიდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა, ახალი წლის წინა დღეს, რომელიც ალკოჰოლური თრობისქვეშ იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
გამოძახების მიზეზად კი, ცოლის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობადაასახელა-"ჩემი ცოლი გაგიჟდა, დახმარება მჭირდება".
მალევე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთად მივიდა. ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის თაობაზეც ქმარმა 112-ში დარეკა, მათ სრულიად ჯანმრთელი დახვდათ, მთვრალმა მამაკაცმა პოლიციელების დანახვაზე გაღიზიანება ვერ დამალა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდა.
ცრუ შეტყობინებისა და პოლიციის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
წყარო: გურიის მოამბე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

