უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 10:35
font-size

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქეს შემოწმებისას საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, ჩინეთიდან დაბრუნებულებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმება ჩაუტარდათ.

მისივე თქმით, ჩინეთიდან დაბრუნებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან 34 ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მათი დაბრუნება სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით მოხდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. თითოეულ მათგანს თერმო სკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა. ეს ადამიანები გადაიყვანეს ორკვირიან კარანტინში. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. დღეს არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ორი კვირა კარანტინში გაატარონ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, რომელიმე მათგანს, დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, რა თქმა უნდა, მაშინ მათი გადაყვანა მოხდება უკვე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე