სამართალი
ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ალექსანდრე ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
პროკურატურაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა: „როგორ ვართ მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ექვსი წლის შემდეგ იქნება“.
როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.
„რა თქმა უნდა, გვქონდა რეაქცია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოებას როდესაც ეხება საქმე, ამას საჯაროდ ვერ ვიტყოდით და საჯაროდ ვერც დღეს გეტყვით. რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. 2012 წელს გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონალური საგუშაგო, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან იყო შეთანხმებული. ასევე შეთანხმებული იყო იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან. ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შექმნილა, ერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიურად განხორციელდა, მოვახდინეთ კოორდინაცია. “, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში დღეს დაბარებულია კახი კახიშვილი, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე 14 ივნისს პროკურატურაში გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
საკვანძო სიტყვები:
მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს
20 ნოემბერი, 2025 , 15:56
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
20 ნოემბერი, 2025 , 15:01
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
20 ნოემბერი, 2025 , 11:00
სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო
19 ნოემბერი, 2025 , 17:41
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
19 ნოემბერი, 2025 , 17:10
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55

