მსოფლიო
ჩრიდილოეთ კორეა სარაკეტო და ბირთვულ ცდებს აჩერებს
ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინიმ განაცხადა, რომ 21 აპრილიდან ნებისმიერი სახის სარაკეტო და ბირთვულ ცდებს შეაჩერებენ. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ფხენიანი იმისთვის რომ დაამტკიცოს პირობის შესრულება, ბირთვული ცდების ჩატარების ადგილის დახურვასაც აპირებს.
„21 აპრილიდან, ჩრდილო კორეა შეაჩერებს ბირთვულ ცდებსა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“, – წერს ჩრდილო კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. ისინი ერთმანეთს მომდევნო კვირას, 27 აპრილს, უმაღლესი დონის სამიტზე შეხვდებიან.
იმ შემთხვევაში თუ კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის შეხვედრა შედგება, ის უკვე ორ ქვეყანას შორის რიგით მესამე სამიტი იქნება.
გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც აპირებს შეხვედრას. მათი შეხვედრის პერსპექტივების შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი.შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება.
თუ დონალდ ტრამპი და ჩრდილო კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილო კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდებიან.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

