მსოფლიო
ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებენ, ამას რუსეთი აკეთებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
მოვისმინეთ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები, ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს, პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა არსებობს ნიუანსები.
„ყველამ გავიგონეთ რუსეთიდან ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინის მხრიდან ფრონტზე სიჩუმის იდეასთან დაკავშირებით – ფაქტობრივად, ის უკვე ემზადება უარისთვის. პუტინი, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მკვლელობა. ამიტომ მოსკოვში სიჩუმის იდეას ისეთ პირობებს აყენებენ, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს ან რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.
პუტინი ამას ხშირად აკეთებს – პირდაპირ „არა“ არ ამბობს, მაგრამ ისე აწყობს ვითარებას, რომ ყველაფერი ჭიანურდება და ნორმალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რუსული მანიპულაციების კიდევ ერთი ტალღაა.
იყო ამერიკული წინადადება ფრონტზე, ზღვასა და ცაში უპირობო სიჩუმის შესახებ. ჩვენ, უკრაინაში, ამ წინადადებას დავთანხმდით. ამერიკული მხრიდან მოვისმინეთ, რომ მზად არიან უზრუნველყონ კონტროლი და გადამოწმება. და ეს რეალურად შესაძლებელია – ამერიკისა და ევროპის შესაძლებლობებით.
სიჩუმის პერიოდში ყველა უსაფრთხოების საკითხზე პასუხების მოსამზადებლად და ომის დასრულების გეგმის მაგიდაზე დასადებად. უკრაინა მზადაა იმუშაოს მაქსიმალურად სწრაფად და კონსტრუქციულად. ამის შესახებ ვესაუბრეთ ამერიკელ წარმომადგენლებს, ეს იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და მთელმა მსოფლიომ, ვინც მშვიდობას უჭერს მხარს.
ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებენ. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გააჭიანურებს და არაკონსტრუქციული იქნება – ეს რუსეთია. მათ ომი სჭირდებათ. პუტინმა მოჰპარა მსოფლიოს მშვიდობის წლები და აგრძელებს ამ ომს – დღითიდღე.
ახლა საჭიროა მასზე ზეწოლა. სანქციების დაწესება, რომლებიც რეალურად იმუშავებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მთელ მსოფლიოთან, ვინც მშვიდობას უჭერს მხარს, რათა ვაიძულოთ რუსეთს ომის დასრულება.
და კიდევ ერთი რამ: მინდა გამოვყო ჩვენი მეომრები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებენ პოზიციებს და ამის წყალობით დიპლომატიისთვის შანსს ქმნიან.
ეროვნული გვარდიის მესამე ბრიგადა, აგრეთვე მესამე ცალკეული შეტევითი ბრიგადა, 59-ე ცალკეული შეტევითი ბრიგადა, 425-ე ცალკეული შეტევითი პოლკი – მადლობას გიხდით, მეომრებო! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ვინც ეხმარება, ზრუნავს ჩვენს სახელმწიფოზე და ჩვენს ხალხზე, ვინც მუშაობს უკრაინის გამძლეობისთვის.
ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ უკრაინის ღირსეულ მშვიდობას“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

