უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

4 აგვისტო, 2018 16:30
font-size

ჩვენ გავყინავთ აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს თურქეთში - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება თურქეთში აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს გაყინავს.

„აშშ-ის ბოლო ქმედება პასტორ ბრანსონთან დაკავშირებულ საქმეზე არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის ქმედებას. აშშ-მ ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა. ჩვენ მოთმინება გამოვიჩინეთ. თუმცა, დღეს ჩვენ გავყინავთ აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს თურქეთში“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან დაკავშირებით. პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება.

ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში დაუწესა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარეული არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას მასზე, ვინაიდან „ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ პასუხობს, არ დარჩება საპასუხო რეაგირების გარეშე“.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo