უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
კომენტარი


ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე
აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა დაუსვეს. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება, რომ ადამიანს აგენტი უწოდო.
"როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეს "ვიღაც დააბრალებს ადამიანს აგენტობას", სახელმწიფომ მტკიცებულებები უნდა მოითხოვოს.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
22 სექტემბერი, 2023 , 18:04

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე
21 სექტემბერი, 2023 , 14:16

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი
21 სექტემბერი, 2023 , 13:48

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი
19 სექტემბერი, 2023 , 14:23
სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი
18 სექტემბერი, 2023 , 17:18
სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური - ლევან ხაბეიშვილი
18 სექტემბერი, 2023 , 16:43