უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ოქტომბერი, 2018 16:10
font-size

ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება - დეკანოზი შალვა კეკელიძე

დეკანოზი შალვა კეკელიძე მოზარდებში მარიხუანას მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან შექმნილი ვითარება 90-იან წლებს შეადარა, როდესაც ნარკოტიკი ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო.

მამა შალვას თქმით, პარლამენტში მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს საპატრიარქო რადიკალურად ემიჯნება და არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს. წარმოუდგენელია ასეთი რამ! რატომ მეპარება ამაში ეჭვი? ჯერ ერთი, ამ თემებზე ჩვენ გვესაუბრება შსს და არ გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ეს ყველაფერი სამედიცინო თვალსაზრისითაა, რატომ არ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი? რატომ არ გამოვიდა ამ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ გამოდის შსს? კიდევ, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება. თუ არა მათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! რატომ უნდა იყოს დაცული? ვისგან უნდა დავიცვათ, ვინ მოიპარავს, მარიხუანა თუ მათრობელა საშუალება არ არის? მისგან ზეთებს ადამიანი თავისით ვერ გამოხდის. ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა სჭირდება, რითაც მარიხუანა უნდა დაამუშაონ", - განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, დღეს ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება, რაზეც მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს.

მამა შალვას განცხადებით, საჭიროა მარიხუანას მოხმარებისთვის რეგულაციების დაწესება და მომხმარებელ პირთა რეგისტრირება.

„დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა: ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ!" - განაცხადა მამა შალვამ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე