სამართალი
ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს რაიმე ტიპის საიდუმლოებას უნდა იყოს საჯარო - ნაზი ჯანეზაშვილი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომებისა და მათი საქმიანობის მეტი საჯაროობის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებადემ განაცხადა.
„ჩემი ინიციატივა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ საჯაროობას სხდომის დოკუმენტაციის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ დღის წესრიგს ტვირთავს, თუმცა არ იტვირთება ის პროექტები და მასალები, რომელიც ამ დღის წესრიგის საკითხებს ახლავს თან.
ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს რაიმე ტიპის საიდუმლოებას, იყოს საჯარო. ასევე გაკეთდეს ოქმები, რომელსაც ექნება წერილობითი ფორმა. ამჟამად მხოლოდ ვიდეო ოქმები კეთდება და ეს არაპრაქტიკულია, რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში მთლიანი ვიდეოჩანაწერის მოსმენა“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე