პოლიტიკა
ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ 2030 წელს საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები - გიორგი კვირიკაშვილი
ის ფაქტი, რომ ჩვენ 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენზიას ვაცხადებთ, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა ლოზანაში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა.
„საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის დღევანდელ არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცრებას იმ მიმართულებების, თუნდაც ჩავარდნების, რომლებიც ჩვენ გვაქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ 12 წლის შემდეგ დღევანდელი დღიდან საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახებებში ჩართვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმაში აბსოლუტურად ყველა უწყება იქნება ჩართული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით ამ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას. მთის მიმართულებით მოხდება გიდების მომზადება... ჩვენ შეგვიძლია სამთო რეგიონები ჩავრთოთ ამ პროცესში. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული შედეგები. გიდებად გადამზადება იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებლებისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში და არა მხოლოდ“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

