უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, ამხელასართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა - კახა კალაძე ატენის ქუჩის მოსახლეობას პასუხობს
თბილისის მერი კახა კალაძე ატენის 19 ნომრის მოსახლეობის მოთხოვნებს გამოეხმაურა, კერძოდ, მათ მოუწოდეს მერიას, გადახედოს არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემული 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა.
კალაძის მტკიცებით, მას გაუჭირდება მშენებლობის შეჩერება.
„ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს და ჩვენი მერიის გადასაწყვეტი იყოს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირთვითა და ამხელასართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა“,- განაცხადა კალაძემ.
22 იანვარს ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა თბილისის მერიას ადმინისტარციული საჩივრით მიმართეს. მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა მაინც გასცა 2018 წელს ობიექტის მშენებლობის ნებართვა.
ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა მერიამ პირველად 2007 წელს გასცა.