უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ჩვენი პირველი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის აუცილებლობა არ დგას.
„იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ დღეს კორონავირუსის დაახლოებით 15 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა, ჩვენი პირველი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი გახლავთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ რა თქმა უნდა, ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, მიმართონ თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში.
„თუ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში ვინმე მიემგზავრება, აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაცია მოახდინონ. ყველამ, ვინც იტალიიდან ვბრუნდებით, გავითავისოთ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული. ჩვენ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გაიდლაინები და უნდა მიყვეთ ამ პროტოკოლს. თუ არ გაქვთ თვითიზოლირების საშუალება, მაშინ აუცილებელია, საკარანტინო სივრცეში განთავსება, რაც ქვეყანაში საკმაო რაოდენობისაა. მოთავსდებით ორგანიზებულ კარანტინში და იქ შესაბამისი მომსახურეობა გექნებათ. თუ თვითიზოლაციაში ხართ და 14 დღის განმავლობაში განგივითარდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებელია, დარეკოთ ექიმთან ან ინფექციურ საავადმყოფოში, ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და საგანგებო დახმარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს თქვენს ტრანსპორტირებას ინფექციურ საავადმყოფოში. თუ არავითარი სიმპტომი არ გაქვთ, 14 დღის შემდეგ თავისუფალი ხართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


