უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“ - გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
„ხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს“, - ასე შეაფასა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
„აღშფოთებული არის ხალხი იმ ფირების ყურებით, რაც "რუსთავი 2"- სა და სხვა ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არ არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის, კონსტიტუციის, კანონისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე, რომ მათი მობრუნება შეუძლებელია“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.