უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენთან დეველოპერები მაოხრებელი „ცეხავიკები“ არიან, მათი ხელშემწყობი და ზურგის გამმაგრებელია კი ქალაქის მერი -ალეკო ელისაშვილი
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ არ შეასრულა დაპირება, რომ გენერალური გეგმა პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
„ძალიან კარგად მახსოვს თბილისის მერის განცხადება ზაფხულში, როცა მან საჯაროდ დადო პირობა, რომ გენგეგმა დამტკიცდებოდა საკრებულოს მიერ შემოდგომაზე და 2019 წლის პირველი იანვრიდან ის ამოქმედდებოდა. რამდენიმე დღეში ახალი წელია, საკრებულოს გენგეგმა არ დაუმტკიცებია და ის შესაბამისად, ვერც ამოქმედდება. ქალაქის მერის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება", - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ამ ყველაფრის უკან დეველოპერები და თბილისის მერია დგას.
„დეველოპერებს ყელში აქვთ გაჩხერილი გენერალური გეგმა. ჟვანიას ქუჩაზე, ნინოშვილის ქუჩაზე გენგეგმა პირდაპირ მიუთითებდა, რომ უნდა გაკეთებულიყო რეკრეაციული ზონა, პარკები, სკვერები, ან ლანდშაფტი დარჩენილიყო ხელშეუხებელი. მაგრამ ჟვანიას ქუჩაზე ფერდობი მოჭრეს და უზარმაზარი კორპუსი შენდება, ნინოშვილზე, სადაც ერთ დროს დიდი სტადიონი იყო, კორპუსების აშენებას აპირებენ. აი, ამიტომ აჩერებენ გენგეგმას რეალურად. ამას ხელს უწყობს მერი და დეველოპერები.
დეველოპმენტი განვითარებას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან დეველოპერები მაოხრებელი „ცეხავიკები“ არიან. მათი ხელშემწყობი და ზურგის გამმაგრებელია ქალაქის მერი, რომლის ძალისხმევითაც არ ხდება გენგეგმის მიღება. როგორც ჩანს, სარგებელი აქვს მერსა და მის გარშემო მყოფ ხალხს. სხვაგვარად უნდა ხვდებოდე, რომ ქალაქს სკვერი უფრო სჭირდება, ვიდრე დამატებით 20 კორპუსი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:52
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:37

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:25