უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 იანვარი, 2019 17:45
font-size

ჩვენთვის რა არის უმნიშვნელოვანესი და უზენაესი - ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინელი ხალხის ინტერესი? - ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ავტომატურად მოჰყვება რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადება.

ბურჯანაძის თქმით, დღეს საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივისთვის შესაძლოა, დამღუპველი იყოს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოიწია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მეტ-ნაკლებად აქტუალურია პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მხარდაჭერას ეხება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. მე სრულიადაც არ მიკვირს ის ძალიან ფრთხილი მიდგომა, რომელსაც ახლა საქართველოს საპატრიარქო იყენებს. ის მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ვერ ვიტყვი ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებზე. მინდა, მათ პირდაპირ ვკითხო: ბატონებო, ჩვენთვის რა არის უმნიშვნელოვანესი და უზენაესი - საქართველოს ინტერესები თუ ზოგადად ნათქვამი სიტყვები სამართლიანობასთან დაკავშირებით? ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინელი ხალხის ინტერესი? პატივს ვცემ ყველა ხალხს, მათ შორის უკრაინასა და უკრაინელებს, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის უზენაესია. იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართავ, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ - ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და არ გინდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ნამდვილად არ მოგაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას, მაგრამ ვიტყვი, რომ ახსნა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ, ის არის, რომ უბრალოდ, არ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს და არ გესმით, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზუსტად ვიცი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გაკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისკენ და დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის. ასე, რომ გონს მოდით, პატივცემულო პოლიტიკოსებო და პროდასავლურობისა და უზენაესი სამართლიანობის ფარდას ამოფარებულები, ნუ მოითხოვთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველი აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ისევ სიფრთხილით იმოქმედებს და არ მოხდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რომელიც როგორც ძალიან ბევრი რელიგიის მცოდნე და თეოლოგი ამბობს, არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ეს შეიძლება ზოგჯერ პროპაგანდის მანქანიდან ჩანდეს. იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან და არა ამერიკისა ან ზოგადად, დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მათი ინტერესები განსხვავდება მიუხედავად მათ შორის მეგობრული ურთიერთობებისა, და თითოეული საკუთარ პოზიციას იკავებს. ეს ნორმალურია, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა

3 აგვისტო, 2020 , 15:30

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 30 მაჟორიტარული ოლქიდან პარტიამ კანდიდატები 16 ოლქში დაასახელა. რეგიონების მასშტაბით, „ევროპული სა

2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

3 აგვისტო, 2020 , 13:20

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.  როგორც ორგანიზაც

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში - ვანო მერაბიშვილი

3 აგვისტო, 2020 , 11:30

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახ

ზაალ უდუმაშვილი - რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს

1 აგვისტო, 2020 , 16:10

მივიჩნევთ, რომ რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე აქცენტი მხოლოდ მაჟორიტარობ

არჩევის შემთხვევაში, მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი - თემურ შაშიაშვილი

1 აგვისტო, 2020 , 12:55

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემომთავაზა კენჭისყრა სხვა რეგიონებში. მიმაჩნია, რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე