არქივი
მსოფლიო
CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.
CIA დაეყრდნო თურქეთში მდებარე საკონსულოდან მიღებულ აუდიოჩანაწერებს. გარდა ამისა, უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ საუდის არაბეთის სპეცსამსახურები პრინცისგან მალულად ვერ იმოქმედებდნენ.
წყაროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პრინცის ძმამ - საუდის არაბეთის ელჩმა აშშ-ში ხალიდ ბილ სალმანმა ჟურნალისტს შეატყობინა, რომ საჭირო დოკუმენტების მისაღებად ჩასულიყო სტამბულში. CIA-ის მონაცემებით, ჰაშოგისთან დარეკვა ელჩს მისმა ძმამ დაავალა. ხალიდმა ჟურნალისტი დაარწმუნა, რომ სტამბულში ჩასვლა უსაფრთხო იქნებოდა.
საკონსულოდან მიღებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, ერთ-ერთმა შემსრულებელმა , მაჰერ მუტრებმა პრინცის მრჩეველს დაურეკა და აუწყა, რომ „ოპერაცია შესრულებულია“.
თავად მუხამედ ბინ სალმანი ჰაშოგის მკველობას „საზიზღარი დანაშაული“ უწოდა.
15 ნოემბერს საუდის არაბეთის პროკურატურამ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობისთვის 11 ადამიანს ბრალი წარუდგინა, აქედან 5-სთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. ოფიციალური ვერსიით, ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო ჟურნალისტის სამშობლოში დაბრუნება, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში მათ გადაწყვიტეს ჰაშოგის ლიკვიდაცია.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

