არქივი
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ელის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს.
მისი თქმით, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.
„ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, წელს პირველად, სახელმწიფოს მიერ 40 000-მდე მოქალაქე აიცრა. კერძო სექტორის მიერ აცრების მაჩვენებელი კი, 5 000-დან 10 000-მდეა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
19 ნოემბერი, 2025 , 08:47
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47

