უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს - ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის საბოლოო დასკვნაში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. კერძოდ, მითითებულია, რომ დაგროვდა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

„დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ეს პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. საუბარია მ.კ.-ზე. ასევე, დადგინდა კონკრეტული პირების პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემაში, რომლებიც ხელს აფარებდნენ და მათ ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები.

ჯერი ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურასა და შსს-ზე, რომ დაიწყოს მ.კ-ის სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აგრეთვე შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისკენ.

დასკვნაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურორ ფხაკაძის, გამომძიებელ ფიფიას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის ქმედებებში. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამოძიებას“, -განაცხადა კახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.