უკან
უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
3 თებერვალი, 2017 18:37
დაკავებული მოვაჭრეები სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისში თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის გამო დაკავებულ ორ მოვაჭრეს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
საუბარია ,,ბავშვთა სამყაროში’’ მომუშავე იმ დაზარალებულ მოვაჭრეებზე, რომლებიც სამართალდამცველებმა თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის დროს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი