უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 მარტი, 2017 13:20
font-size

დამოუკიდებლად რუსეთთან და რუსეთის პრობლემასთან გამკლავება არ შეგვიძლია - თამარ ჩუგოშვილი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მარიონეტული ხელისუფლება სინამდვილეში ასრულებს იმას, რაც არის რუსეთის სურვილი, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,პარლამენტის’’ სპიკერის ანატოლი ბიბილოვის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.“

”ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ის რეზოლუციები და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ მარტო, დამოუკიდებლად რუსეთთან და რუსეთის პრობლემასთან გამკლავება არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება მეგობარი სახლმწიფოების მხარდაჭერა, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გაერო-ს რეზოლუციის მიღებაც მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს ანექსიის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, სწორედ ახლა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ზუსტად იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ცდილობს იქ რეფერენდუმის გამართვას, არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის მხარდაჭერა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდებოდა და ხდება.

” ჩემთვის რამდენადაც ცნობილია დაკავების ვადა არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად ვახერხებთ ხალხის გამოხსნას, როცა ასეთი პატიმრობები თვეები გრძელდებოდა. ახლა ეს ასე არ ხდება, თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემაა, როცა ადამიანების უსაფრთხოება ოკუპაციის ხაზთან არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი”, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ცნობისათვის - ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიმართება.

ნინო ექვთიმიშვილი

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნაზე შესაბამის ორგანოს უკვე მივმართეთ - პროკურორი

13 თებერვალი, 2026 , 17:28

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საერთაშორისო ძებნაზე შესაბამისი ორგანოსთ

ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ - გია ვოლსკი

13 თებერვალი, 2026 , 17:10

სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის,– ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ

გაასაჯაროონ „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც დაფარეს, როცა ხელისუფლებას ამდენი პრობლემა აქვს კორუფციასთან და ეს არის კორუმპირებული რეჟიმი - ტატა ხვედელიანი

12 თებერვალი, 2026 , 16:54

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება გამჭვირვალობაზე როცა საუბრობს, კარგი იქნება, ეს თავადაც დაამტკიცოს და „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაი

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ანგარიშსწორების პოლიტიკა - შალვა პაპუაშვილი

10 თებერვალი, 2026 , 12:42

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კვერცხის მწარმოებლებმა თადარიგი იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ - გიორგი ხიშტოვანი

6 თებერვალი, 2026 , 17:34

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მწარმოებლების გადაწყვეტილება კვერცხის ფასის შემცირებაზე საყურადღებოა, რადგან როცა ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება ფასის, ამ შემთხვევაში შემცირებაზე, ესეც კარტერული გარიგების ტიპ

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია

6 თებერვალი, 2026 , 11:53

“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”, - ასე გამოეხმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი