უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აგვისტო, 2018 15:40
font-size

დარწმუნებული ვარ, ნინო გვენეტაძე თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა - ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

„მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, დარწმუნებული ვარ. ერთმანეთის მეგობრები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კოლეგები ვიყავით, უნივერსიტეტში ერთად ვმუშაობდით, მაგრამ რამდენჯერაც შევხვედრივარ, განცდა მქონდა იმისა, რომ კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, უკავშირდებოდეს გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში აღნიშნული საქმე, ბექა ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფრაქციამ ერთხელ მიმართა შრომით დავებზე მოსამართლეების გამოყოფის საკითხზე, თუმცა, არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

„ერთი შემთხვევა იყო, ჩვენ მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რადგან ოთხი მოსამართლე გამოჰყვეს კომერციულ დავებზე, შრომით დავებზე ორი მაინც გამოეყოთ, რაც მსგავსი ტიპის დავებზე გადაწყვეტილებების მიღებას დააჩქარებდა, მაგრამ როდესაც მივმართეთ ფრაქციამ, იქიდან პასუხიც არ მიგვიღია, შემდეგ პირად საუბარში ვკითხე ნინო გვენეტაძეს და მიპასუხა, არ ვიციო. მივხვდი, რომ მთლად კომფორტულად არ გრძნობდა თავს იმ ადგილას, სადაც იყო. ამ პატარა შეხვედრამ ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა“, – განაცხადა დეპუტატმა.

გარდა ამისა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასა.

„ძალიან უარყოფითია ჩემი შეფასება, მაგრამ რა წვლილი აქვს ნინო გვენეტაძეს ამაში, ხელეწიფებოდა თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება მას და ასე შემდეგ, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია ჩემთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ