კომენტარი
დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - ირაკლი კობახიძე
მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და მამუკა მდინარაძე წარსდგება პარლამენტის და საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდება“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


