უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2025 13:20
font-size

დავით დოიაშვილის გათავისუფლება „ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას, “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებად და შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურად აფასებს.

აღნიშნულის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება „ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა. რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას. საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც „ქართული ოცნების“ მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური. ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა. საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს“,-აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა - საქსტატი

23 იანვარი, 2026 , 11:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 20

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

23 იანვარი, 2026 , 11:02

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის

ინდურ სამზარეულო „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

22 იანვარი, 2026 , 16:30

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო, ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ცნობით, ბ

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება

22 იანვარი, 2026 , 11:59

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიც

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

22 იანვარი, 2026 , 11:41

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა. განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობ

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21 იანვარი, 2026 , 17:40

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი