სამართალი
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მათი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გადაცემას ითხოვენ
ტელეკომპანია რუსთავი2-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს.
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები გამოძიების შეჩერების მიზეზის გარკვევას ითხოვენ.
„2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება ჩვენს საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები და გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი. როდესაც გამოიცვალა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე გამომძიებელი და გამოძიება ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ფაქტობრივად შეჩერდა“,-ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე დაყენებულია დაზარალებულად ცნობის დადგენილების გადმოცემის საკითხი.
“გთხოვთ გადმოგვცეთ დადგენილება ჩვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ; ასევე გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე”,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე