უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
დავით ლანჩავა არის ადვოკატთა ასოციაციის სირცხვილი - ზაზა ხატიაშვილი
ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის ჩაინიშნება არჩევნების მეორე ტური.
როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, მეორე ტური ორი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს, თუ საარჩევნო კომისია ამას გადაწყვეტს.
,,ადვოკატთა ასოაციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არჩევნების მეორე ტური გაიმართება თუ ამის საჭიროება დადგება, არჩევნებიდან 2 კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
გარდა ამისა, ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ლანჩავას მიმართ ბრალდებები გამოთქვა.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, დავით ლანჩავა ცდილობდა არჩევნების ჩაშლას, სწორედ ამიტომ ის ადვოკატთა კორპუსიდან მოკვეთილი უნდა იყოს.
"ყველამ ნახა, ყველა ჟურნალისტმა, რომელიც იქ ესწრებოდა, როგორ შემოვარდა ლანჩავა, ჩქარა შუქი ქრებაო. 20 კაციანი დაცვა გვყავდა მობილიზებული, რომლებმაც გადაიტანეს ყუთები. იქ არჩევნები ვერ გაყალბდებოდა. ლანჩავა შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კანდიდატი შემოვარდნილიყოს და ეყვიროს, არჩევნები ყალბდება და შუქი უნდა ჩაქრესო. შუქი არ წასულა. ეს იყო პოვოკაცია არჩევნების ჩაშლის მიზნით. მე ვაპირებ შევხვდე ყველა ადვოკატს, ვაჩვენო ლანჩავა რას აკეთებდა და ჩვენ ყველამ, დავით ლანჩავა უნდა მოვკვეთოთ ადვოკატთა კორპუსიდან", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, დავით ლანჩავა არის ადვოკატთა ასოციაციის სირცხვილი.
"ყველამ ნახა, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდა, ამიტომ მე ვპირდები დავით ლანჩავას, ყველა ადვოკატს ვაჩვებებ, როგორ შლიდა არჩევნებს და საერთოდ, არც ერთი ადვოკატი, რომელსაც ღირსება ექნება, მას გამარჯობას აღარ ეტყვის", - აღნიშნა ხატიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი