უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
22 მაისი, 2017 14:15
დავით ნარმანიას გადანაცვლება, იმისთვის მოხდება, რომ მან ხელი დააფაროს მისი უწყების მიერ ჩადენილ დანაშაულს - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის, განცხადებით, დავით ნარმანიას შესაძლო გადანაცვლება მთავარ აუდიტორად, ხდება იმისთვის,რომ მან ხელი დააფაროს ყველა იმ დანაშაულს, რომელიც მისი და მისი უწყების მიერ არის ჩადენილი.
„დავით ნარმანიას გადანაცვლება, იმ ადამიანის, რომელიც არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა, ამ ადამიანის გადანაცვლება მთავარ აუდიტორად - არის ხალხის დაცინვა და სხვა არაფერი. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიძიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ჩვენი აზრით, ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ დავით ნარმანიამ ხელი დააფაროს ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია მისი მისი უწყების და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან“,- აღნიშნა ნადირაძემ.
მონიკა დავლიანიძე