სამართალი
დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ.-მ მიაყენა - ზვიად ფხაკაძე
პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ.-მ მიაყენა, მაშინ როდესაც ის გ.ჯ-ს ეჩხუბებოდა.
შესაბამისი განცხადება ფხაკაძემ ხორავას ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
„გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული, რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებული არის, ანუ არის მარჯვენა დუნდულასა და ბარძაყის არეში 12-14 ნომერი, ღვიძლის არეშია დაზიანება #1,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, შემდეგ იცვლის პოზას, ამ დროს სარალიძეს გ.ჯ. ისევ წინ უჭირავს, მოხრილ მდგომარეობაში, და იმავე ბარძაყის, ფეხის საზარდულის არეში წინა მხრიდან ჭრილობის მიყენება, ეს არის #11 , რამაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის დაზიანება.
ექსპერტებთანაც მაქვს გავლილი კონსულტაციები, მათი თქმით,#11 ჭრილობა იმდენად საშიშია სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება. ექიმის განმარტებით, 5 წუთია საკმარისი, რომ დაიცალოს პირი სისხლისგან რისი აღდგენაც შემდეგ შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას და შესაბამისად გ.ჯ.-ც იცვლის ადგილს, იმას არ უშვებს ხელს. ამ დროს შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას, დაზიანება #2. გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს, მას შემდეგ რაც სარალიძემ მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. პარალელურად, როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია, გ.ჯ-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს დანა, იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, ოღონდ მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას... გ.ჯ. სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა"- თქვა პროკურორმა.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


