არქივი
პოლიტიკა
დავით სერგეენკოს ვარაუდით, სამინისტროთა გაერთიანების შემდეგ ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები არ შემცირდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეერთების შედეგად ლტოლვილთა ჯანდაცვის უწყებაზე სოციალური პოლიტიკის შემუშავება, მხარდაჭერა, ქულების გენერირება, დახმარებების ადმინისტრირება გადადის.
„დევნილთა სამინისტროს დღევანდელი ფუნქციებიდან ინფრასტრუქტურული, ანუ დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შედარებით მცირე ნაწილია ლტოლვილებისთვის სტატუსის მინიჭება, მათი სპეციალური უფლებების აღიარება- დაზუსტება, რაც გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველაფერი დანარჩენი – სოციალური პოლიტიკის შემუშავება, მხარდაჭერა, ქულების გენერირება, დახმარებების ადმინისტრირება, გადმოდის ჯანდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.
სერგეენკოს თქმით, ეს სტრუქტურული ცვლილება ადმინისტრირებას არ გაართულებს, რადგანაც ამ ფუნქციის განმახორციელებელი ერთეულები სამინისტროს შემადგენლობაში იქნებიან და ისევ გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციის განხორციელებას.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ სამინისტროთა გაერთიანების შემდეგ ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები, დიდი ალბათობით, არ შემცირდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ როცა უწყების ხელმძღვანელი ხდება პასუხისმგებელი რამდნეიმე მიმართულებაზე, მან მართვის მოდელები უფრო ეფექტიანი უნდა გახადოს.
„გადაწყვეტილების დაბადებიდან განხორციელებამდე დრო უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად. ეს არის ძირითადი რესურსი, რეზერვი, რითიც მოხდება თანხების დაზოგვა, რადგანაც ეფექტიანობა გაიზრდება, მეტი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი. პირობითად რომ გავამარტივოთ საკითხი, სამინისტროში არის გარკვეული ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები, დეპარტამენტები, სამმართველოებ, როდესაც ფუნქციები გაერთიანდება, კონკრეტული ფუნქციის განმახორციელებელი დეპარტამენტი უცვლელად ან მცირე ცვლილებით გადმოვა. რაც შეეხება ზოგად ფუნქციას, ადმინისტრაციულს, ფინანსურ შესყიდვებს, აქ შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელების დუბლირება აღარ მოხდება. ანუ, ერთ სამინისტროს არ სჭირდება ორი კადრების განყოფილების უფროსი, ორი მთავარი ეკონომისტი. შესაბამისად, იქნება ასეთი ერთეული შემცირებები“, -განაცხადა სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

