უახლესი ამბები
- 16.12.2019 12:50საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
- 16.12.2019 12:50როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ მოვუაროთ მას?
- 16.12.2019 12:50მეწარმე ქალებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართე
- 16.12.2019 10:3525 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება
- 16.12.2019 10:35ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა - პაატა ჩხეიძე
- 16.12.2019 10:10თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 16.12.2019 10:10მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა
- 16.12.2019 10:10დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ - თბილისის საკრებულოსთან აქცია დაიგეგმა
- 16.12.2019 10:00დღის კალენდარი - 16 დეკემბერი
- 16.12.2019 10:00ანონსი - 16.12.19
არქივი
პოლიტიკა


დავით ზალკალიანმა კომისიის მუშაობას „უაღრესად წარმატებული“ უწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფი განიხილავს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის საკითხებისა და ჯანდაცვის სფეროში.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაფასეს სხდომის თანათავმჯდომარეებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმ შეთანხმებების იმპლემენტაციაზე, რასაც ხელი მოეწერა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის დროს.
„2016 წლის 6 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე დაიწყო ახალი პროქტი „ზრდა“, რომლის მიზანსაც ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე რეგიონების ეკონომიკური ხელშეწყობა წარმოადგენდა. გაღრმავდა ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ მხრივ განსაკუთრებით მსურს გამოვყო C ჰეპატიტის აღმოფხვრის ძალიან წარმატებული პროგრამა,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა და პროგრესში შეტანილი წვლილისათვის ორივე მხარეს მადლობა გადაუხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხზე და განხილული იქნა ამ მიმართულებით საქართველოს სამთავრობო უწყებების წინაშე მდგარი ამოცანები, სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესში კოორდინაციის გაუმჯობესების გზები და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესაძლებლობები.
შეხვედრის დასრულებისას გაკეთებულ საჯარო განცხადებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწემ თომას მელიამ ხაზი გაუსვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსაზღვრულ სფეროებში საქართველო-ამერიკის წარმატებულ თანამშრომლობას. მისი თქმით ამის ნათელი დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსათვის დახმარების ბიუჯეტის გაზრდა.
„განვიხილეთ თუ რამდენად ხელსაყრელი და სასარგებლოა სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ორივე მხარისთვის. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების სფეროზე, რომელიც იქნება საკმაოდ დიდი კომპონენტი ამ ურთიერთობებისა. ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამებმა მოიცვას ის მოსახლეობა, ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორ შეიძლება მათ მიიღონ დადებითი შედეგი ამ პროგრამებიდან. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა როგორც გასულ წელს, ასევე წლევანდელ წელს, ეს ნათელი მაგალითია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების და იმის თუ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ორმხრივმა ურთიერთობებმა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ - განაცხადა თომას მელიამ.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05