უკან

პოლიტიკა

15 მაისი, 2018 17:30
font-size

დავით ზალკალიანმა „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივის“ მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივის“ მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული ინიციატივის 15 წლისთავს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა საქართველოსთვის „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივაში“ მონაწილეობის მნიშვნელობა და ისაუბრა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თვალსაზრისით რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მასობრივი განადგურების იარაღის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გავრცელებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის მიმართულებებზე.

შეხვედრაზე ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, დღეს არსებული ტერორისტული საფრთხეების პირობებში, ქვეყნების ერთიანი ხედვის, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე