სამართალი
დეკანოზი ბრძოლას აპირებს და არა უკან დახევას - გიორგი ფანცულაია
ცინიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი მრძოლას აგრძელებს, თუმცა ის ბოლომდე იმედოვნებდა, რომ გაამართლებდნენ.
ადვოკატის შეფასებით, მუხლის გადაკვალიფიცირებამ წაყენებული ბრალი აბსურდული გახადა, რადგან მკვლელობის მომზადების მოტივი გამოკვეთილი არაა.
„მიუხედავად ყველაფრისა, მისი დაკავებიდან რაც ხდებოდა დღემდე, ელოდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. შესაძლოა, ვიღაცისთვის შეღავათი იყო მუხლის გადაკვალიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო აბსურდია ეს, რადგან თუ დეკანოზს ანგარება არ ჰქონდა, მაშინ მანიაკი ყოფილა და მოსაკლავად მისდევდა თუ რა მოტივი ჰქონდა?! ის თავიდან ბოლომდე რჩება ძველ პოზიციაზე, აპირებს ბრძოლას და იბრძოლებს, რომ მოსამართლეების მიმართ, ვინც ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, სამართლებრივი რეაგირება დადგეს. ის აპირებს ბრძოლას და არამც და არამც უკან დახევას“, - განაცხადა ფანცულაიამ მატროსოვის ციხესთან, დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თავიდან მამალაძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება ( სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადაუკვალიფიცირა - მას უკვე მკვლელობის მომზადებისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა. დეკანოზი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.
განაჩენის გამოცხადების პროცესს თავად მამალაძე არ დასწრებია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


