არქივი
პოლიტიკა
დღეიდან კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა იწყება
კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მოქალაქეებმა დილიდან დაიწყეს შეკრება.
ქუთაისის მცხოვრებლების გარდა თეატრში მივიდნენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანებიც. მათი თქმით, სხვადასხვა შინაარსის შეკითხვების დასმას გეგმავენ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხია.
ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს და პარლამენტი ქუთაისში დატოვოს.
უმრავლესობის წევრებთან ერთად კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკუთარ პოზიციას ხალხს "ევროპული საქართველოც" გააცნობს.
პარალელურად დაგეგმილია აქცია თეატრის ეზოში, აქციის მონაწილეები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას მოითხოვენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

