უკან
მსოფლიო
3 იანვარი, 2018 12:00
დღეს დონალდ ტრამპი „წლის ყველაზე უღირს და გაყიდულ“ მედიასაშუალებას დაასახელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „წლის ყველაზე უღირსი და გაყიდული მედიის ჯილდო“ დააწესა. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„გამოვაცხადებ „წლის ყველაზე უღირს და გაყიდულ მედიას“ ორშაბათს. ეს ეხება ყალბი საინფორმაციო მედიის მიერ სხვადასხვა კატეგორიაში მომზადებულ უხარისხო და ცუდ რეპორტაჟებს. თვალი ადევნეთ მოვლენებს!“, -დაწერა ტრამპმა.
ანა მებურიშვილი