არქივი
მსოფლიო
დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ რაც 6 წელიწადში ვერ გაკეთდა, ის 2 წელიწადში ვეღარ მოესწრება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა 2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი.
პოლიტიკოსის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.
„დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს. თუ ახლა ვინმე მიზნად დაისახავს, რომ ორ წელიწადში ჯადოსნური ჯოხით სასწაული მოახდინოს, ეს ვერ მოხდება. საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს რეალისტური, ზომიერი და მიღწევადი ამოცანები. ეს ამოცანებია სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

