უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2019 16:00
font-size

დღეს ქალაქ მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

„დღეს ქალაქ მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც 120 ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ მათაც და სხვებსაც დავეხმარებით, რომ აქტიურად დასაქმდნენ, ჰქონდეთ აქტიური სოციალური ცხოვრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, დღეს 120 დევნილი ოჯახისთვის საზეიმო დღეა.

„ეს არის იმ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და განსაკუთრებით სწორედ ამ გადაუჭრელი კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე. ეს ხალხი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად, მეოთხედი საუკუნეა საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული და საოკუპაციო რეჟიმი მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მცხეთაში ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და საქართველოს მთავრობამ ამისთვის 5.5 მილიონი ლარი გამოყო.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ